თეგი: ნობელის პრემია

უკრაინის პრეზიდენტი, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი გახდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, შესაძლოა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატი გახდეს. ინფორმაციას გამოცემა „რუბრიკა“ ავრცელებს.  როგორც ცნობილია, ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფმა, ნობელის კომიტეტს ღია წერილით მიმართა, რათა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარდგენა გახდეს შესაძლებელი.  ასევე წაიკითხეთ: ამერიკელი კონგრესმენები ზელენსკის ისტორიულ მიმართვისას ფეხზე წამოდგნენ და მას ტაშით შეხვდნენ

უკრაინელების დასახმარებლად ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მედალს ყიდის 

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „ნოვაია გაზეტა“-ს მთავარი რედაქტორი, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი უკრაინელების დასახმარებლად პრესტიჟულ მედალს ყიდის. ამის შესახებ რუსული მედია წერს. „ნოვაია გაზეტა“-მ და მე გადავწყვიტეთ ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავცეთ უკრაინელი დევნილების დახმარების ფონდს - წერს დმიტრი მურატოვი და მსოფლიოში ცნობილი მედლის გასაყიდად გამოხმაურებას სთხოვს სააუქციონო სახლებს. „ნოვაია გაზეტა"-ს მთავარ რედაქტორს ნობელის მშვიდობის პრემია 2021 წელს გადაეცა გამოხატვის თავისუფლების დაცვისთვის. „ნობელის პრემია“ ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები აჯილდოვებენ ადამიანებს კაცობრიობისათვის მნიშნელოვანი მიღწევებისათვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში. 1895 წელს, შვედი ქიმიკოსის, ინჟინერისა და ინდუსტრიალისტის, ალფრედ ნობელის ანდერძმა, საფუძველი ჩაუყარა „ნობელის პრემიის“ დაარსებას. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.                                                 ასევე წაიკითხეთ  WSJ: კრემლი სამხედრო ტაქტიკას ცვლის და კიევის აღებაზე უარს ამბობს როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს    

ისტორიაში პირველად, უკრაინის წარმომადგენლებმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვეს

ნობელის „მშვიდობის პრემიის“ პრემიის ლაურეატები, 2022 წელს ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბიალიატსკი, რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ და უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებებისთვის“ გახდნენ. ამის შესახებ ნობელის კომიტეტი Twitter-ზე იტყობინება. „ნობელის პრემიის ლაურეატები, თავიანთ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებას წარმოადგენენ. მათ ხელი შეუწყეს ხელისუფლების კრიტიკისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას წლების განმავლობაში. მათ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს და დოკუმენტურად ასახეს ომის დანაშაულები, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები. მათ აჩვენეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. Amnesty International-ი რუსეთში „საერთაშორისო მემორიალის“ დახურვის გადაწყვეტილებას გმობს  „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“ უკრანაში 2007 წელს დაარსდა.  

სალომე ზურაბიშვილი: სანამ თავდადებული ადამიანები იბრძვიან, დემოკრატიასა და თავისუფლებას გამარჯვების შანსი აქვს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურიატების დაჯილდოებას გამოეხმაურა.  ისტორიაში პირველად, უკრაინის წარმომადგენლებმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვეს „ძალაუფლებისგან მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებების დაცვა არის ის, რაც თავისუფლებას ასაზრდოებს. სანამ თავდადებული ადამიანები იბრძვიან, დემოკრატიასა და თავისუფლებას გამარჯვების შანსი აქვს.   ვულოცავ [მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას] ალეს ბიალიაცკის, “მემორიალსა” და “სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს”- დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერზე.    ნობელის „მშვიდობის პრემიის“ პრემიის ლაურეატები ბელორუსი უფლებადამცველი ალეს ბიალიატსკი, რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალი“ და უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებებისთვის“ გახდნენ.

რუსეთისა და ბელორუსის ელჩებს ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება აუკრძალეს

რუსეთის და ბელორუსის ელჩები ნობელის პრემიის წლევანდელ ცერემონიას ვერ დაესწრებიან. ამის შესახებ ნობელის ფონდმა განაცხადა. „რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ნობელის ფონდმა არჩია, არ მოიწვიონ რუსეთისა და ბელორუსის ელჩები სტოკჰოლმში, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე“, - ნათქვამია განცხადებაში. ღონისძიება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს არის დაგეგმილი. 

ოსლოში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის წარმომადგენლებს გადაეცათ

ნორვეგიის დედაქალაქში, დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღეს უფლებადამცველებმა უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიდან. ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“ უკრაინიდან, რუსული ორგანიზაცია „მემორიალი“ და პატიმრობაში მყოფი ბელორუსი აქტივისტი ალეს ბიალიაცკი. სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის თავმჯდომარემ, ალექსანდრა მატვიიჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის ისტორიის ამ მძიმე მომენტში ერთადერთი გზა - სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ბრძოლაა. ცერემონიაზე ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ბერიტ რეის-ანდერსენმა აღნიშნა, რომ „მსოფლიოს სჭირდება ის მშვენიერი პიროვნებები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც დიდი პირადი მსხვერპლის ფასად ეწინააღმდეგებიან აგრესიას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის სახელით".   

საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევას, ნობელის კომიტეტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა

სტოკჰოლმში ნობელის პრემიების გადაცემის საზეიმო ბანკეტზე რუსეთის ელჩის მიწვევის გამო, ნობელის კომიტეტს მწვავედ აკრიტიკებენ. შვედეთის ოპოზიციური პარტიების ზოგიერთმა ლიდერმა მიწვევა გააუქმა, მთავრობის წარმომადგენლები კი განიხილავენ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარის საკითხს განიხილავენ. ლიბერალური პარტიის თავმჯდომარემ, იოჰან გეორგ პერსონმა განაცხადა, რომ „არ აპირებს ბანკეტზე რუსეთის ელჩის გვერდით დაჯდომას, „ვიდრე უკრაინაში პუტინის სისხლიანი აგრესიული ომი გრძელდება.“ შვედეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და სოციალ-დემოკრატების ლიდერმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა, რომ არ მიუღია ცერემონიაზე მიწვევა, მაგრამ, მისი თქმით, ნობელის ფონდმა „სერიოზულად უნდა იფიქროს იმაზე, რას ნიშნავს დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიო იმ რეჟიმის წარმომადგენელი, რომელიც ამაზრზენ და უკანონო ომს აწარმოებს უკრაინაში და ასევე ემუქრება შვედეთს.“ პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონმა უკმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ ნობელის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიაზე რუსეთის მიწვევამ გული დასწყვიტა ბევრ ადამიანს როგორც შვედეთში, ისე უკრაინაში. „ინფორმაცია გუშინ საღამოს მივიღე და საკმაოდ მწვავე რეაქცია მქონდა... ნობელის ფონდი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მაგრამ მე რუსეთს არ დავპატიჟებდი, ახლა რომ პრემიების გადაცემის ცერემონიაზე ვიყო პასუხისმგებელი,“ განაცხადა კრისტენსონმა სააგენტო TT-სთან ინტერვიუში. შვედეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ ნობელის ფონდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მიიღეს, მაგრამ ჯერჯერობით არავითარ კომენტარს არ აკეთებენ. გუშინ ნობელის ფონდმა გამოაცხადა, რომ აპირებს, დაჯილდოების საზეიმო ბანკეტზე მიიწვიოს ყველა იმ სახელმწიფოს დიპლომატები, რომლებიც აკრედიტებულნი არიან შვედეთში, ასეთებს შორის არიან რუსეთისა და ბელარუსის დიპლომატებიც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ასეთი გადაწყვეტილება კრემლს გაუძლიერებს დაუსჯელობის გრძნობას და მას ახალი ბოროტმოქმედებებისკენ უბიძგებს. CNN-ის ცნობით, საზეიმო ბანკეტზე წელს ბელორუსის ელჩიც მიიწვიეს. ცნობისთვის, შარშან ნობელის კომიტეტმა რუსეთისა და ბელორუსის საელჩოთა წარმომადგენლები არ მიიწვია საზეიმო ღონისძიებაზე.  

იუნ ფოსე ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატია

ნორვეგიელი მწერალი, იუნ ფოსე ლიტერატურის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. „მისი ნამუშევარი, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, შედგება მრავალი პიესის, რომანის, პოეზიის კრებულის, ესეების, საბავშვო წიგნებისა და თარგმანებისგან," - ნათქვამია ნობელის კომიტეტის პრესრელიზში. ფოსი მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, ძირითადად სკანდინავიის ქვეყნებში. იუნ ფოსი 1959 წელს დაიბადა. ცნობილია, როგორც პოეტი, პროზაიკოსი, მაგრამ, პირველ რიგში, როგორც დრამატურგი. მისი ნამუშევრების მიხედვით სპექტაკლები მსოფლიოს მრავალი ქვეყანის თეატრებში იდგმება. ფოსის სადებიუტო რომანი „წითელი, შავი" 1983 წელს გამოქვეყნდა.   

ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი პატიმრობაში მყოფი ირანელი უფლებადამცველი გახდა

2023 წლის ნობელის მშვიდობის პრემია გადაეცა ირანელ უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის, „ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის ბრძოლისთვის." უფლებადამცველი სხვადასხვა დროს 13-ჯერ დააკავეს, მას ჯამში 31 წელი აქვს მისჯილი და ახლაც ირანის ციხეში იმყოფება. მოჰამადი 351 ნომინანტიდან შეირჩა, მათ შორის 259 იყო კერძო პირი, ხოლო 92 - ორგანიზაცია. პრემიის წესების თანახმად, მათი სახელები მხოლოდ ორმოცდაათი წლის შემდეგ გამოქვეყნდება. მშვიდობის პრემიის კანდიდატები შეიძლება დასახელდნენ იმ პირების მიერ, რომლებიც აკმაყოფილებენ გარკვეულ კრიტერიუმებს. დაუშვებელია საკუთარი თავის წარდგენა. სხვა ნობელის პრემიებისგან განსხვავებით, მშვიდობის პრემია გაიცემა ნორვეგიაში და არა შვედეთში. დაჯილდოების ცერემონია ოსლოში 2023 წლის დეკემბერში გაიმართება.  

აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად არის წარდგენილი

შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე წარადგინეს. ინფორმაციას ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს. „შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორთა მიერ, ხმათა უმრავლესობით, შვედეთის ნობელის კომიტეტში, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად წარდგენილია ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი). ვულოცავთ და ვუსურვებთ წარმატებას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.